მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართება

სამძებრო სამუშაობი გრძელდება

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.