მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასჯელის შესახებ დღეს გახდება ცნობილი

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის სასამართლო განხილვა კვლავ გრძელდება.

დღეს, 20 ნოემბერს გაირკვევა თუ რა სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავდებული არასრულწლოვნების მიმართ.

გადაწყვეტილების გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან პატიმრების ადვოკატები.

მსჯავდებულებს გამოძიება ძალადობას, მის ორგანიზებასა, მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

ბრალდებული 6 პირის მიმართ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გასულ კვირას გამოიტანა.

📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.