მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილს ჰქონდა ტკივილის სინდრომი, რაც დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა - ექსპერტიზის დასკვნა

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წელი.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა.

მისი ინფორმაციით, ექსპერტიზის წარმოების პროცესში მონაწილეობა მონაწილეობა მიიღო ნეიროქირურგმა, ნევროლოგებმა, კრიტიკული მედიცინის სფეროში სპეციალისტმა, რომელიც ძირითადად ტრამვულ შოკებზე მუშაობს.

დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილს თავზე არსებული დაზიანებების ხასიათის და მასშტაბურობის გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით, ადგილი უნდა ჰქონოდა ქალა ტვინის ტრამვას, თავის ტვინის შერყევის სახით.

„ასევე ცალსახაა, რომ თავის ტვინის შერყევებს ხშირად ახასიათებთ და თან სდევთ გონების კარგვის ეპიზოდები. გონების დაკარგვა გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთის ჩათვლით, (არაუმეტეს 5 წუთი).

სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფ გიორგი შაქარაშვილს ბუნებრივია, გაუძნელდებოდა გადაადგილება“,- აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისი ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე დაზიანებები გარდაცვალებამდე 10-დან 20 წუთით ადრე მიაყენეს.

გარდა ამისა, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, დაზიანებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა ტანისა და თავის არეში, გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რომელიც სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ხარისხით გამოიხატება.

„ერთმა დაზიანებამ ერთ პირონებაში შეიძლება მაღალი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი გამოიწვიოს, სხვა პიროვნებაში სხვა. მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ვადასტურებთ, რომ შაქარაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ტკივილის სინდრომს, რაც ასევე ხელს შეუძლიდა მას დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მოძრაობაში“,- განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის გამო ოჯახმა პოლიციას მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ჯამში პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.