23 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა.
პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, პარტიის სერვერზეც ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა.