მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ ტყიბულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“. - აცხადებენ შსს-ში.