სამართალი

შსს: სირცხვილის დერეფნების მოწყობას არ დავუშვებთ

საბანაძე განცხადებას
აკეთებს
1605857443
დაკოპირებულია

დღეს, 20 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ არჩევნების მეორე ტურის დღესთან და სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

როგორც შს მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, შსს 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

„როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები. 21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შს მინისტრის მოადგილემ აგრეთვე საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მიმართა.

„ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 21 ნოემბერს, არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა საბანაძემ.

🔺 ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

🔺 ლევან ვარშალომიძემ საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორის შექმნისკენ მოუწოდა, რომელსაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი გაემიჯნა.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებს, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრის მოგება მოახერხა.

1627621923

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1627590201

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1627589649

„დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

1627589613
ივანე ჩხაიძე

იგეგმება თუ არა საქართველოში 6 თვიდან ბავშვებ...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.

1627589401
ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, მათი პოლ...

„ხელშეკრულების ანულირების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო საერთაშორისო პარტნიორების არასასურველი შეფასებები, რაც ძირითადად, ინფორმაციის არასწორ მიწოდებას და არასწორ მოლოდინებს უკავშირდება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

„პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის...

„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება“, - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს...

„ორმაგი სტანდარტის მატარებელი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, „ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ (ISFED, GDI, TI, IDFI, EPF, DRI და სხვა). როგორც მოსალოდნელი იყო, მათ დაგმეს „ოცნების“ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირეს საკუთარ პარტიას, დიახ, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.