მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: ზუგდიდში სპეცოპერაცია არ დასრულებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შსს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“, - აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

📢შემთხვევის ადგილზე კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

📢 შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 „პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ - ირაკლი კვარაცხელიას პირველი კომენტარი

👉 სავარაუდოდ, გამტაცებელი მძევლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდება