მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის ბრალდებულ პოლიციელს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლის ჩაქუჩი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ სამართალდამცველს ვანო ზანდარაშვილს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გრიგოლ ვატიტაძემ გამოაცხადა. 11-დან რვა ნაფიცმა მსაჯულმა ზანდარაშვილი დამნაშავედ ცნო.

ზანდარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის აფექტის მდგომარეობაში იყო.

„ვერ ვაცნობიერებდი, გაუცნობიერებლად ვმოქმედებდი. არ მგონია ვინმეს კითხვის ნიშანი გაუჩნდეს, რომ განზრახ მკვლელობა ჩავიდინე“, - აღნიშნა ზანდარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში 2020 წლის 26 დეკემბერს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს.