მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბორკილების დადება

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველებმა ო.რ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით უკანონო იარაღი გადაჰქონდა.

„პოლიციამ, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1000-მდე საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.