სამართალი

ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში, ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში - ვინც დაარღვია კანონი, ყველა სრული სიმკაცრით დაისჯება

შს მინისტრი ვახტანგ
გომელაური Pia.ge
1621250582
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა და ქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა ეს ფაქტი, დაწყებული გუშინ, რაც მოხდა, შეხლა-შემოხლა, რაც გავიდა პირდაპირ ეთერშიც. ერთი მინდა ვთქვა, ყველა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა დაისჯება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით.

ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. რატომღაც ცდილობენ ახლა, არ მინდა რომელიმე ვახსენო, გარკვეული ძალები და ჯგუფები, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანოს თემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ისევე ქართველები, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ამას არ დავუშვებთ.

ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვები მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ, პროკურატურასთან ერთად ვმუშაობთ,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისათვის, დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობასა და ეკომიგრანტებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება 17 მაისს განახლდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

✅დმანისში სოზარ სუბარი ჩავიდა

✅„ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ

მოდერნა და ფაიზერი

„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკ...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.

1627841480

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1627846271

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი.

1627845129

თურქეთში, მეხანძრე-მაშველმა სამუშაოს შესრულების დროს კუ ტყის ხანძრისგან გადაარჩინა და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

1627843621

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1627842786
იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ...

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო ა...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიციალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავის შადრევანი კრატერის ზედაპირიდან 800 მეტრზე გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტოერიებზე ფერფლის გაბნევა გამოიწვია, სიცილიის სოფლები კი კვამლმა დაფარა.

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გ...

„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.