მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარკეთილში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს

ყაჩაღობა ვარკეთილში

ვარკეთილში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ოლფეივეი“ დააყაჩაღეს. ორი შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და მოლარე ოპერატორს სალაროს გახსნა მუქარით აიძულეს. 

როგორც ორგანიზაციის დირექტორი მიშა დემეტრაშვილი აცხადებს, ყაჩაღებმა დაახლოებით 53 000 ლარი და ჩამწერი მოწყობილობები წაიღეს.

მიკროსაფინანსოს მოლარე ოპერატორის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.