მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება დიდი დარღვევა იყო“ - მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარღვევას უწოდებს.

ადვოკატის თქმით, მაშინ როდესაც გამოძიება ძალადობის ფაქტზე დაიწყო და პირები საავადმყოფოში მოათავსეს, ექსპერტიზა უნდა დაწყებულიყო.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ის ვიდეოჩანაწერები, რომელიც საგამოძიებო უწყების მიერ არის წარმოდგენილი, „კარგად და მობილიზებულად არის გაკეთებული“.

ამასთან, ადვოკატი ხაზგასმით ამბობს, რომ საქმის გამოძიების ყველანაირი სტანდარტი დარღვეულია.

„ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე და მით უმეტეს, როდესაც საქმე აღიძრა, პირები საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულები, ექსპერტიზა უნდა დაწყებულიყო და პირების შემოწმება უნდა მომხდარიყო. როგორი დაზიანებები ჰქონდათ მიღებული? რა პრეპარატებს იღებდნენ.? და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც გასაჯაროვდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარღვევა. თუ გავითვალისწინებთ იმ სათვალთვალო ვიდეოკამერებს, სად იყო, რა პერიოდში იყო, როდის იყო გადაღებული, არის თუ არა შეხებაში? ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თუ გავითვალისწინებთ, უმეტესწილად ყველგან არის ისეთი სათვალთვალო კამერები, რომელიც ხმა არ იწერება.

ჩანაწერები ძალიან კარგად და მობილიზებულად არის გაკეთებული, როდესაც ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარია „ნარკანზე“. ყველანაირი სტანდარტი დარღვეულია, როდესაც საქმეს იძიებ, ყველა საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა გაასაჯაროვო, არ უნდა მიაწოდო ყველა ინფორმაცია თუ რა ქმედებებს ახორციელებს. გამოდიხარ და აწვდი ინფორმაციას, რომ რატომღაც „ნარკანს“ ეძებს ადამიანი. რისთვის? რატომ? რაღაცის გადაფარვა ხდება“, - აღნიშნა რამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ამავე თემაზე:

🔴 ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე საზარდულის მიდამოში - ექსპერტი ოპერატორის ცხედრის პირველად დათვალიერებაზე

🔴 „კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“ - კალაძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

🔴 „ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა“ - პრეზიდენტი ოპერატორის გარდაცვალებაზე

🔴 „როგორც ეკლესიის წილი, მეც როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას“ - მეუფე საბა ოპერატორის გარდაცვალებაზე