მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს სასამართლო პროცესები“ - ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული

დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ივერი მელაშვილის განცხადებით, სასურველია სასამართლო განხილვები მალე დასრულდეს, რადგან საკუთარ და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

„ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს მიმდინარე სასამართლო პროცესები, რადგან ჩვენ სიმართლეში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საინტერესოა რა ჩვენებას მისცემს სასამართლოს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დასაკითხ პირთა სიაშია.

„მეც ძალიან მაინტერესებს, რა ჩვენება უნდა მისცეს. კარგად იცით, რომ თავდაცვის მინისტრი როცა იყო, მაშინ იყო ეს საქმე მისი მხრიდან წამოწეული და ინიცირებული. ალბათ, ექნება სათქმელი რატომ, რისთვის და რის საფუძველზე. საფუძველი გვაინტერესებს, ამ ბრალდებებს რა აქვს, ეს ბრალდებები ნამდვილად ნაკლები საფუძვლის მატარებელია“, – აღნიშნა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელება, ზემდგომი პირის დავალებით.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.