მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ზ.კ., ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნესს წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, მეორე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი ცალი პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.