მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა დატოვა

შსს-ს წარმომადგენლის კომენტარი

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა დატოვა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებთან ერთად, ადგილზე რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო საათებში „საქართველოს ბანკის“ შენობა სამმა მძევალმა დატოვა. თავდამსხმელს ამჟამად 16 მძევალი ჰყავს აყვანილი.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 ზუგდიდში თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა

👉 საათნახევარში მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება