მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში სპეცოპერაციისას დაკავებულს, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს ედავებიან

პოლიცია ზუგდიდში

ზუგდიდში სპეცოპერაციისას დაკავებული დათო შენგელიას ადვოკატის პაატა სოტკილავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვისაა დაკავებული.

მისი თქმით, დავით შენგელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ბინის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. რაც შეეეხება ავტომობილისა და პირად ჩხრეკას, სოტკილავა განმარტავს, რომ ის ამ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს არ ესწრებოდა და ინფორმაცია მხოლოდ დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ექნება.

ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია დაახლოებით ხუთი საათი მიმდინარეობდა. დადიანის ქუჩაზე ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილი, ასევე დათო შენგელია დააკავეს.