მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა

შს მინისტრრია მოასდგილე

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია და დანარჩენების გამოსაყვანად სამუშაოები კვლავ გრძელდება.

„ვაკეთებთ ყველაფერს მძევლების უსაფრთხოდ სახლში დაბრუნების მიზნით, შეგნებულად არ ვისაუბრებ მოლაპარაკებების დეტალებზე.

ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, თუ გვინდა, რომ ზიანი მაქსიმალურად ავიცილოთ თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის გაშუქებისგან, რადგან ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს.

ცნობისთვის, დაახლოებით 4 საათზე მეტია, რაც სპეცრაზმი ადგილზე იმყოფება.

აგრეთვე, წაიკითხეთ 👇

👉 ლაშა პატარაია: იარაღის ჭერის მანერა და ჩაცმულობა პროფესიონალზე მეტყველებს

👉 „ძალადობრივი მეთოდით ამ თემის მოგვარება მსხვერპლის გარეშე სრულიად გამორიცხულია“ - თავდამსხმელი