სამხედრო

44-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა

44-ე საარტილერიო
ბატალიონმა საველე
სწავლება ჩაატარა
1623395378
დაკოპირებულია

მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. ბატარეის (ასეულის) დონის გეგმურ საველე სწავლებაში 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამი ბატარეა და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და სპეციალისტების შეფასება განხორციელდა, მეორე ფაზა კი, დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მესამე, დასკვნითი ფაზა სიტუაციური წვრთნით დასრულდა.

ბატალიონმა სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, ტაქტიკური გადაადგილება, საცეცხლე პოზიციის რაიონების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

მათი თქმით, წვრთნებს მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.

უწყების ცნობით, წვრთნების მიზანს ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, საცეცხლე გათვლების, ცეცხლის მართვის ცენტრისა და სადაზვერვო ჯგუფების კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება და შერწყმა წარმოადგენდა. სწავლების პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა მართვისა და კონტროლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

დასკვნით ფაზას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

1623733660

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

1623705246

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144
ელექტროენერგიის მიწოდება

15 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომა...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი...

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ოპერაციას გეგმავდნენ გიორგი გახარია და...

„გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.