სამხედრო

62-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე წვრთნები დაასრულა

ბატალიონის საველე
წვრთნები
1605339928
დაკოპირებულია

შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში” მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნით საველე სწავლებაში მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამმა რეაქტიულმა ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში 32-ე ბატალიონს (ვირტუალური ქვედანაყოფი) საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა გაუწია და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციისთვის, 10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

მეგის ქარდავას
საქართველოში
ექსტრადირება

„ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ საზოგა...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ გამოქვეყნებას.

1632155716

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“ .

1632155582

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

1632155118

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

1632153245
„ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარე

„ჭირსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, ჩვენ...

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვაკის რაიონში საერთო ოპოზიციური კანდიდატის ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა.

წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 20 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბაქოში სიძემ სიდედრსა და სიმამრს ცეცხლი...

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ახალგაზრდა კაცმა სიდედრს და სიმამრს ცეცხლი მოუკიდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

1632146184
5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინა...

კომპანია ფაიზერის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა და ის კარგ იმუნურ რეაქციას და ანტისხეულების გამომუშავებას იწვევს. ამის შესახებ CNN იუწყება.