სამხედრო

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის იუბილეზე რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

ახალქალაქში საწყისი
საბრძოლო მომზადების
ცენტრის იუბილეზე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი
დადეს
1632039043
დაკოპირებულია

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ დღესთან დაკავშირებით რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის 140 სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცი დადო.

თავდაცვის უწყების ცნობით, დღეიდან ისინი საკონტრაქტო - სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.

„თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გახსნეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ რეკრუტებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე, ასევე, ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და იუბილე მიულოცა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც. პირადი შემადგენლობა ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.

დღესვე, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი ჯილდოებით, გენერალ კვინიტაძის, გენერალ მაზნიაშვილისა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მედლებით დააჯილდოვეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2020 წლამდე განთავსებული იყო სხვადასხვა, დროებითი დისლოკაციის ადგილზე. ახალი ცენტრი ახალქალაქში პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. მისი გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები, მომზადების პერიოდში, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. ბაზაზე შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები. ცენტრი ერთდროულად 800 სამხედრო მოსამსახურეს ამზადებს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე აქტივისტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად თბილისი პრაიდი ავრცელებს.

1634365539

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883
მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი

„ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გ...

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

სრული მობილიზება არ გვქონდაო რომც თქვან,...

„სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან“, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და 14 ოქტომბრის აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი დ...

ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.