მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართულ-ამერიკულ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ (JCET) მიმდინარეობას გაეცნო.

უწყების ცნობით, აშშ-ის არმიის ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, „ალფა“ ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი სამედიცინო ევაკუაციის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. საჩვენებელი წვრთნები ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისისა“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე სტუმრობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ლოიდ ოსტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური შეხვედრები გამართა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკვე საქართველოშია.

ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს -ლოიდ ოსტინი

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა -გიორგი ხელაშვილი

👉 „ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია“ - ბენ ჰოჯესი