მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაცია განხორციელდა

მორიგი როტაცია

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა.

„მან პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. უახლოეს მომავალში აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული მაიორ ზურაბ ცხადაძის მეთაურობით მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს და მისი მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების განხორციელება იქნება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.