სამხედრო

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო

ეროვნული თავდაცვის
აკადემიაში ოფიცერთა
მომზადების საკანდიდატო
კურსზე მიღება დაიწყო
1622622571
დაკოპირებულია

ეროვნული თავდაცვის აკადემია ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღებას აცხადებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის გაცნობითი პრეზენტაცია გაიმართა.

საკანდიდატო კურსის უფროსის მოადგილემ კაპიტანმა რევაზ ტორონჯაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და საკანდიდატო კურსის პროგრამა გააცნო.

საკანდიდატო კურსზე ჩაბარება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირებს. სწავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება, ხოლო სამოქალაქო პირები მიიღებენ ფულად სარგოს 950 ლარის ოდენობით. კურსდამთავრებულები მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში დასაქმდებიან და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითა და პრივილეგიებით.

პრეზენტაციის მსვლელობისას ხაზი გაესვა აკადემიაში სწავლის მაღალ სტანდარტებს და განსაკუთრებულ პირობებს, რასაც უზრუნველყოფს ამიერკავკასიაში საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზა და მაღალკვალიფიციური პერსონალი. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ვებგვერდი.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.