მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა ჩაატარეს

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა ჩაატარეს

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, საბაზისო კურსის მე-4 დღეს ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარდათ. ლეგიონის ახალწვეულები შენიღბვის ძირითად პრინციპებსა და შესაბამის ეკიპირებას გაეცნენ, რის შემდეგაც საველე სავარჯიშოები გაიარეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საველე სწავლებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, მისი მოადგილე თეონა აქუბარდია, ეროვნული გვარდიის G5 უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივ ურთიერთობათა ოფიცერი, მაიორი ზაკ ქასლი დაესწრნენ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული.

მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.