სამხედრო

გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

გენერალ-მაიორი გიორგი
მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის
შტატის ეროვნული გვარდიის
გენერალ-ადიუტანტს შეხვდა
1628088294
დაკოპირებულია

საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა. ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, გენერლებმა შეხვედრა საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობაზე საუბრით დაიწყეს. როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს თავდაცვის ძალები აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს მოდერნიზაციის გზაზე, იმაღლებს ურთიერთთავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და შეაქვს კონტრიბუცია ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კუთხით აღინიშნა ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობა.

გენერლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის განვითარებაში ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ამერიკული მხარის დახმარებით გადაიხედა საბრძოლო წვრთნების გეგმები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ამერიკელი ექსპერტები კი, ეროვნული გვარდიის როლისა და ფუნქციების განსაზღვრაში, ასევე, ეროვნული გვარდიის კონცეფციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.

შეხვედრის დასასრულს ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოთქვეს და ერთმანეთს სასაჩუქრე დაფები გაუცვალეს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მრავალეროვნული სწავლების - Agile Spirit 2021-ის დახურვას დაესწრება.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.