მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების ექსპლუატაციის სწავლება მიმდინარეობს

JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების ექსპლუატაციის სწავლება მიმდინარეობს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, კურსი მიზნად ისახავს JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღჭურვილობის ექსპლუატაციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შესწავლას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ აღნიშნული სიმულაციური სისტემებით მომავალში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის სწავლების ჩატარება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, VBS-3 სიმულაციური სისტემები გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის მოსამზადებლად, ხოლო MILES I-HITS სისტემებით შესაძლებელია ბატალიონისა და მასთან ერთად მოწინააღმდეგის ძალების გამთამაშებელი ქვედანაყოფისთვის (ძალა-ძალაზე) საველე სწავლებების ჩატარება.

მათი თქმით, სიმულაციური სისტემები საშუალებას მისცემს საწვრთნელ ქვედანაყოფებსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაზე მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

ცნობისთვის, ორკვირიანი კურსი პირველად იმართება და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.