სამხედრო

ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაუმჯობესებულ პირობებს გაეცნო

ჯუანშერ ბურჭულაძე
ეროვნული თავდაცვის
აკადემიაში გაუმჯობესებულ
პირობებს გაეცნო
1632038013
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. მათ მოინახულეს ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი, ყაზარმები, რეკრეაციული ცენტრი, სასადილო და დეტალურად გაეცნენ როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელ პირობებს.

ამავე ცნობით, აკადემიაში სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ყაზარმები, რომლებიც ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით აღიჭურვა. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ყაზარმებში შეიცვალა საცხოვრებელი ოთახების წყობაც.

ოთახები ექვსის ნაცვლად მხოლოდ ორ პირზეა გათვლილი. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განახლდა და უახლესი ინვენტარით აღიჭურვა სპორტული დარბაზები. ასევე, გარემონტდა საცურაო აუზი და სასადილო.

იუნკერთა განათლების გაღრმავების მიზნით, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ფიზიკისა და ქიმიის ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე ლაბორატორიები მოეწყო. განახლდა სიმულაციური სწავლების ცენტრიც.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეიქმნა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის საგამოფენო სივრცე, სადაც აკადემიის დაარსებიდან დღემდე, სრული ისტორიაა ასახული.

საგამოფენო სივრცეში განთავსებულია იუნკერთა სკოლის პერიოდის უნიკალური დოკუმენტები და ფოტოები, ისტორიული იარაღები და შინდისის გმირების სამხედრო აღჭურვილობა. მოეწყო პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის კაბინეტიც, სადაც მისი მემორიალური ნივთებია განთავსებული.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.