სამხედრო

ჯუანშერ ბურჭულაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

ჯუანშერ ბურჭულაძე
გერმანიის ელჩს შეხვდა
1634117234
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში გერმანული მხარის წვლილზე, გაწეულ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებასაც გაუსვა ხაზი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოს ეფექტური სატრანზიტო მხარდაჭერა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

1635312899
საქალაქო სასამართლოს
შენობა

დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხარის მ...

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა, ბატონ პაატა ბ...

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.