მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისიმ მინისტრს ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლად დანიშნული პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.