სამხედრო

მუხროვანის ბაზაზე რეინჯერების დღე აღინიშნა

რეინჯერების დღე
1623230757
დაკოპირებულია

რეინჯერების 12 წლის იუბილე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფესიული დღე რეინჯერთა პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ყურადღება რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ღონისძიების ფარგლებში 56-მა წვევამდელმა ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სერტიფიკატები, მედლები და საშტატო იარაღი გადაეცა.

ღონისძიება იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზის სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებით დასრულდა.

რეინჯერთა ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო ვაზნებითა და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გამოყენებით რეიდი განახორციელა, სადაც კოორდინირებული ცეცხლით მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სპეციალური ოპერაციების ძალებში 2019 წლის 10 იანვარს ჩატარებული ოპტიმიზაციის შედეგად რეინჯერთა ბატალიონისგან ჩამოყალიბდა ორი რეინჯერთა ასეული, რომლებიც რეგიონალური პრინციპით გადანაწილდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში. სამომავლოდ დაგეგმილია რეინჯერთა ქვედანაყოფის ბატალიონის დონეზე გაზრდა და განლაგება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ მიმართულებაზე.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.