სამხედრო

ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრს დაარსებიდან ხუთი წელი შეუსრულდა

ნატო-საქართველოს
წვრთნების და შეფასების
ერთობლივ ცენტრს (JTEC)
დაარსებიდან ხუთი წელი
შეუსრულდა
1622624018
დაკოპირებულია

ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის, აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა პირადი შემადგენლობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ხუთი წლის იუბილე პირადად მიულოცეს.

ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ და მადლობა გამოეცხადათ.

მოწვეული სტუმრებისათვის ცენტრში არსებული ტექნიკის, აღჭურვილობის, ახალი ვირტუალური და საველე სისტემების გამოფენაც მოეწყო. ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას, როგორც სარდლობისა და ბრიგადებისთვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისთვის უზრუნველყოფს.

სასწავლო ცენტრის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართული არიან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შედიან.

საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში JTEC-ში წარმოდგენილია აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის და არმიის კონტინგენტები, ისევე, როგორც სამოქალაქო ექსპერტთა ჯგუფი. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში შედის ოთხი ცენტრი: საბრძოლო მომზადების ცენტრი, სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.