სამხედრო

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

ნატოს სამხედრო კომიტეტის
თავმჯდომარემ და
თავდაცვის მინისტრმა
ერთობლივი განცხადებები
გააკეთეს
1633678950
დაკოპირებულია

ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პირველი დღის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ადმირალ ბაუერის განცხადებით, სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატოს ურყევ მხარდაჭერას.

„ნატოს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, - აღნიშნა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში.

ოფიციალური განცხადებები ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრმა ადმირალ ბაუერს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ნატოს სამხედრო კომიტეტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

უწყების ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებისას მიღწეულ პროგრესზე.

შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პოლიტიკაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ერთობლივად განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გაძლიერებული თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას, რაც ალიანსის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ძალისხმევას გულისხმობს.

საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატოს მიერ წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს. საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატოს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში ადმირალი ბაუერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნენ.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

1635317307

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932
საუკეთესო შეთავაზებები
სამსუნგის ჰოლოგრამიან
სმარტფონებზე

მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიც...

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

იოსებ ხახალეიშვილი: ნინო ბურჯანაძის გამო...

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.