სამხედრო

თავდაცვის სამინისტროში ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ნატოს თავდაცვის
განათლების განვითარების
პროგრამის (DEEP)
წარმომადგენლების ვიზიტი
საქართველოში
1632402715
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს არსებული პროფესიული სამხედრო განათლების მიმოხილვა, ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და საქართველოს საჭიროებების შესაბამისად თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

ნატოს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ამოცანით მართვის მიდგომის დანერგვასა და ამ მიმართულებით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებთან, სადაც ადგილზე გაეცნენ სამაგისტრო და დისტანციური სწავლების პროგრამებს.

სამუშაო შეხვედრები, ასევე, გაიმართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, უმაღლეს სამეთაურო სკოლაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში.

ნატოს დელეგაციის წევრებმა ადგილზე შეაფასეს სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობები და არსებულ აკადემიურ პროცესებსა და სასწავლო პროგრამებს, პროფესიული სამხედრო განათლების ინსტიტუტების სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებს გაეცნენ.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971
პარლამენტის დატოვებას
განიხილავს სააკაშვილი,
ხაზარაძის პარტია - გზა
დამილოცია, რა უნდათ მათ
პარლამენტში?

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტო...

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.