სამხედრო

ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

ორფოლოს პოლიგონზე
საინჟინრო სწავლება
დასრულდა
1622877284
დაკოპირებულია

ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2021“ საჩვენებელი წვრთნით დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიან სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების საინჟინრო ასეულები მონაწილეობდნენ. წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, ასევე, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ორკვირიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა კოორდინირებულად მოქმედებასა და საინჟინრო დაბრკოლებების მოწყობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს. ქვედანაყოფებმა ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო დაზვერვა, დანაღმული ველების მომზადება და ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების გადალახვა როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში. სწავლების მონაწილეებმა საკუთარი ქვედანაყოფების დაბრკოლებებში გატარებისა და გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ოპერაციებიც განახორციელეს.

დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთ სარდლობის ბრიგადის მეთაურები დაესწრნენ.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.