სამხედრო

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ბრიგადას სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ

პროექტის „ერთი დღე ჯარში“
ფარგლებში პირველ
ბრიგადას სტუდენტური
პარლამენტის წევრები
ეწვივნენ
1622795309
დაკოპირებულია

თავდაცვის სფეროსა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების გაცნობის მიზნით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ქვეით ბრიგადას საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ სტუდენტებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, დისლოკაციის ადგილები, ამოცანები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის ინფრასტრუქტურა, კლასები, სპორტული დარბაზები, ყაზარმები დაათვალიერეს და ქვედანაყოფის ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. სტუდენტებმა ჯარისკაცის ულუფაც დააგემოვნეს.

ვიზიტის დასასრულს, პირველი ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და თავდაცვის ძალების ამოცანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მსგავსი ტიპის ვიზიტები და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. ქვედანაყოფებს სტუდენტები, მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ჯარისკაცის ყოველდღიურობას ეცნობიან.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.