სამხედრო

საქართველოს დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა

საქართველო-ნატო
1633582827
დაკოპირებულია

საქართველო უკვე მეოთხედ უმასპინძლებს ნატოს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის, ადმირალ ბაუერის მეთაურობით. დელეგაცია დღეს ჩამოდის.

გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა, რომელზეც ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე. დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

1635312899

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

1635312254
ჩინეთში ფრინველის გრიპით
ინფიცირების შემთხვევები
იზრდება

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა, ბატონ პაატა ბ...

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობი...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.