სამხედრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები დაიწყო

თავდაცვის მინისტრის
პირველი მოადგილე ლელა
ჩიქოვანი
1631003198
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების გახსნა მონაწილეებს დისტანციურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა როზარია პუგლისმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კოორდინატორმა ბენედიქტ მორელმა მიულოცეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. ტრენინგები დისტანციურად ჩატარდება, რომელსაც 20 სხვადასხვა საჯარო უწყების შიდა აუდიტორი დაესწრება.

ტრენინგები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი მიზანი საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა.

ტრენინგს დისტანციურად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეული ექსპერტი, ჯონ ჩეშიერი უძღვება, რომელიც სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებზე და საქმიანობის ღირებულების გაზრდის მეთოდებზე ესაუბრება. კურსი ტრენერთა მომზადების კომპონენტსაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის ერთეულების წარმომადგენლები ტრენინგის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად დაიწყო და ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამის მხარდაჭერით, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით მეშვიდედ ტარდება.

„როდესაც ობგუნუჯუსნაირ
შედეგს დებ, სირცხვილით
სახლში უნდა წახვიდე და
საერთოდ პოლიტიკაზე აღარ
ილაპარაკო“ - ხაინდრავა
ოპოზიციურ პარტიებს

„სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს...

„რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აწყობს და სჭირდება არეულობა უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად“ , - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082784

„ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082598
ელენე ხოშტარია

„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის...

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა რუსთავში მომხდარ ინციდენტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ცუდი სანახავ...

„ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება  დამატე...

„თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.