სამხედრო

სამხედრო დრონები ან მფრინავი რობოტი მკვლელები - მომავლის ომების ძირითადი ძალა

მომავალი დრონები
1623420889
დაკოპირებულია

Deutche Welle სამხედრო დრონებთან დაკავშირებით და მათ მომავალზე სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „დრონები სამხედრო კონფლიქტებში, როგორ გავაკონტროლოთ მკვლელი რობოტები“?

სტატიაში აღნიშნულია, რომ კაცობრიობა ომების წარმოების ახალ ეპოქაში შედის. მასში მთავარ როლს ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს. ამით არმიების ეფექტიანობა ბევრად იზრდება. თუმცა შესაბამისი კონტროლის გარეშე ეს ტექნოლოგიები გლობალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს.

უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში

მფრინავი ჭურვები, რომლებსაც მაღალი ხარისხის ავტონომიურობა გააჩნიათ, შეიარაღებულ კონფლიქტებში უკვე გამოიყენება. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასამ განაცხადა, შეიარაღების რბოლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „სრული ტემპით მიმდინარეობს“.

მისი თქმით, საუბარია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დაპირისპირებაზე. „ამ რბოლაში ტრილიონობით დოლარი ტრიალებს. ის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სფეროებს მოიცავს“ - განაცხადა შეიარაღების საკითხებში გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამანდილ სინგხმა.

დრონების რევოლუცია გარდაუვალია

ჩინეთის 5-წლიან პროგრამაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ცენტრალური ადგილი ეთმობა. ამაში სამეცნიერო კვლევები და ინოვაციური გამოგონებები შედის. ჩინეთის სახალხო არმია კი უკვე ემზადება "AI-ომების" წარმოებისთვის. ხელოვნური ინტელექტის განვითრებას დიდ ყურადღებას უთმობს რუსეთიც - ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ვინც ამ სფეროში ლიდერობას მოიპოვებს, მთელი მსოფლიოს მმართველი გახდება.

ზოგიერთი ქვეყნისთვის დრონების ერა უკვე რეალობად იქცა და ისინი სამხედრო კონფლიქტებშიც შეამოწმეს. თანაც ეს მხოლოდ მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს არ ეხება.

დრონები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში

უპილოტო საფრენმა აპარატებმა 2020 წელს მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში წამყვანი როლი შეასრულეს.

2020 წლის სექტემბერში, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის პრობლემის მოგვარებით იყო დაკავებული, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. ამ რეგიონში შეიარაღებული შეტაკებები მანამდეც მომხდარა, მაგრამ ყარაბაღის ბოლო ომი ექსპერტებისთვის სწორედ ის ამოსავალი წერტილი გახდა, რომელსაც საომარი მოქმედებების სტრატეგიის და ტაქტიკის შეცვლა შეუძლია.

„მთიანი ყარაბაღის ომის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი იყო „მფრინავი ჭურვების“, ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენება“ - განაცხადა ევროსაბჭოს სამხედრო ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ულრიკე ფრანკემ.

ჰაერში დაკიდებული ჭურვები

თანამედროვე მფრინავი ჭურვები ავტონომიურობის მაღალი დონით სარგებლობენ. აფრენის შემდეგ ის მიფრინავს რაიონში, სადაც მიზანი მდებარეობს, შემდეგ ჰაერში „ეკიდება“ და მიზნის სკანირებას ახდენს. ამის შემდეგ კი პიკირებას ახდენს და ობიექტს კორპუსზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ანადგურებს. აქედან გაჩნდა სახელი - „დრონი კამიკაძე".

ასეთი დრონები ამა თუ იმ ფორმით ადრეც გამოიყენებოდა, მაგრამ აქ მათ მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს. გამოჩნდა, რამდენად რთულია ამ სისტემებთან ბრძოლა“ - განაცხადა ფრანკემ.

ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანის არმიას ისრაელის წარმოების 200-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა, რაც მაგას უდიდეს უპირატესობას აძლევდა. სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ 1 მსგავსი დრონი ჰქონდათ. „მთიანი ყარაბაღის ბოლო კონფლიქტის შემდეგ ამ ტიპის დრონების მიმართ ინტერესი გაიზარდა. სულ უფრო მეტ ქვეყანას მსგავსი დრონების შეძენა სურთ“- ამბობს ულრიკე ფრანკე.

ხელოვნური ინტელექტის ომები

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სულ უფრო აქტიურ გამოყენებას შეძლება ე.წ. „ელვა ომები" მოჰყვეს, როდესაც დრონები ადამიანის ჩარევის და კონტროლის გარეშე ერთმანეთს თავს დაესხმებიან და ეს ისე სწრაფად მოხდება, რომ ადამიანი მის შეჩერებას ვერ მოასწრებს. ამიტომ ექსპერტები ამ ტიპის იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ.

თუმცა ჯერჯერობით „მკვლელი რობოტების“ წარმოების კონტროლზე ერთიანი მექანიზმის დაწესებაზე საუბარი ნაადრევია, ვინც ამ სისტემებზე მუშაობს, საკითხის მოგვარებას ეწინააღმდეგება, ესენია აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები. ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განიხილებოდეს ავტონომიური საბრძოლო სისტემების გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნებში. მაგრამ ამ საკითხზეც სერიოზული საერთაშორისო მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით კი კაცობრიობა მიდის იქით, რომ მსგავს სისტემებს მიზნის შერჩევა და მასზე დარტყმა ავტონომიურად, ადამიანის ჩარევის გარეშე, მხოლოდ სენსორებზე დაყრდნობით შეუძლია.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

1624204204
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნი...

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

აჭარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.