სამხედრო

საველე ბანაკ „პალდოში“ ტერიტორიულ რეზერვისტთა სწავლება მიმდინარეობს

საველე ბანაკ „პალდოში“
ტერიტორიულ რეზერვისტთა
სწავლება მიმდინარეობს
1623310729
დაკოპირებულია

ბანაკ „პალდოში“ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის აქტიურ რეზერვისტთა ერთკვირიანი სწავლება მიმდინარეობს. რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, დღეს „პალდოს“ სასროლეთზე სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საცეცხლე მომზადება ჩატარდა. საბაზისო ერთკვირიანი სამხედრო სწავლების გავლის შემდეგ, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წლის განმავლობაში არაუმეტეს 45 დღე შეიკრიბებიან და სამხედრო მომზადებას გაივლიან.

სამინისტროს ცნობით, რეზერვისტებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდათ და ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი სამუშაო ადგილებიც შეუნარჩუნდებათ. პროგრამაში ჩართულ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

აღნიშნული სწავლების პარალელურად, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის სწავლება დასავლეთ საქართველოში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 120, ხოლო მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 85 რეზერვისტით დაკომპლექტდა.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.