სამხედრო

სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს

სპეციალური ოპერაციების
მებრძოლებმა
საზოგადოებრივ
ორგანიზაცია „აისი“-სა და
„გენერალ მაზნიაშვილის
სახელობის ლეგიონთან“
ერთად საჩვენებელი
წვრთნები ჩაატარეს
1623141791
დაკოპირებულია

სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მე-4 მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები, რომლებმაც ჯგუფებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის ზურგში ერთობლივი ასიმეტრიული და არაკონვენციური ბრძოლების წარმოება იყო. კულმინაციურ სწავლებაში შერწყმულმა ქვედანაყოფებმა ტერორისტების მიერ დაკავებულ სტრატეგიულ ობიექტზე რეიდის ოპერაცია ჩაატარეს.

დასკვნით სწავლებას ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ, რომლებმაც გაერთიანებული ჯგუფების მოქმედება წარმატებულად შეაფასეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული.

მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.