სამხედრო

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა აფრიკაში საწვრთნელი მისია დაასრულა

ეროვნული გვარდიის
ოცეულების
უფლებამოსილების
გადაბარების ცერემონიალი
ცენტრალური აფრიკის
რესპუბლიკაში
1633352094
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო - საწვრთნელი მისია (EUTM RCA) დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უფლებამოსილება მე-8 როტაციით ჩასულ ნაკრებ ოცეულს გადააბარეს და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს.

ღონისძიება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე გაიმართა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლანგლადე დე მონტგროს ჯესქესმა მისიის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება, ახალ ოცეულს კი, მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრები ოცეული, კაპიტან გიორგი გულიაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო. ქართული ოცეული სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.