სამხედრო

თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თურქ
კოლეგას შეხვდა
1633423365
დაკოპირებულია

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ჰულუსი აკართან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

ამავე ცნობით, საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში თურქეთისგან მიღებულ ექსპერტულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, რამაც თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰულუსი აკარს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების საქმეში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

1635317307

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932
საუკეთესო შეთავაზებები
სამსუნგის ჰოლოგრამიან
სმარტფონებზე

მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიც...

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

იოსებ ხახალეიშვილი: ნინო ბურჯანაძის გამო...

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.