სამხედრო

თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი გახსნა

ჯუანშერ ბურჭულაძემ
კიბერუსაფრთხოების ფორუმი
გახსნა
1634021537
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“ გახსნა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება არსებული კიბერსაფრთხეების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა და ნატოს კიბერთავდაცვის სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იაკ ტარიენმა.

ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.