სამხედრო

თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრმა
ნიდერლანდების სამეფოს
ელჩთან შეხვედრა გამართა
1623315553
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, უწყებაში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ნიდერლანდელი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

მინისტრმა ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას საქართველოში, ასევე ალიანსის აქტიურ არსებობას შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაკეთდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა SNGP-ის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განხორციელებაში ნიდერლანდური მხარის კონტრიბუცია და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და DIB სკოლას შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.