სამხედრო

თავდაცვის სამინისტრო გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს განცხადება
1622555138
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უწყების ხელმძღვანელის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

„მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გაკეთდა რეპორტაჟი თავდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ. გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს. კერძოდ, ტელეკომპანია მთავრის სიუჟეტში სხვა პირების კუთვნილი ქონება მიაწერეს თავდაცვის მინისტრს. ასევე მისი საცხოვრებელი სახლი წარმოაჩინეს ისეთი ფორმით თითქოსდა რამდენიმე სახლს წარმოადგენდა.

ტელეკომპანია „მთავარის“ ვებგვერდმა დაამახინჯა ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში აღებული ხელფასის შესახებ. შეგნებულად დაამახინჯა არაერთი ფაქტი, თავდაცვის მინისტრს მიაწერეს არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას.

არც ფალიაშვილის და არც ლუბლიანას ქუჩაზე არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება, ხოლო ის უძრავი ქონება რაც მინისტრს გააჩნია ყველაფერი შეძენილი აქვს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობამდე მოღვაწეობამდე.

აღნიშნულის დასადასტურებლად მინისტრმა პირადი განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედასტურებინათ აღნიშნული ფაქტები. ბიუროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია არის სიცრუე.

აღნიშნულ ცილისწამებასთან და სიცრუესთან დაკავშირებით მინისტრი აპირებს მიმართოს სასამართლოს. მომავალში მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებული არცერთი ამდაგვარი ტოტალური სიცრუე არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.