სამხედრო

თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს

თავდაცვის სამინისტრო
საინფორმაციო სააგენტოს
მიერ გავრცელებულ
ინფრმაციას მიზანმიმართულ
დეზინფორმაციას უწოდებს
1623238921
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია.

„სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა არის სრული სიცრუე. სამწუხაროდ, სააგენტომ მიუხედავად თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმებისა, შეგნებულად მაინც გაავრცელა ყალბი ინფორმაცია.

ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური რეფორმების შედეგად, რაც მოიცავდა სამხედროებისათვის როგორც ხელფასების ზრდას, ასევე მათი საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლების ხელშეწყობის, აღჭურვილობის, ჯანდაცვის და სხვა პირობების გაუმჯობესებას, თავდაცვის ძალებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული გადინების მაჩვენებელი.

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომლის იმიჯის შეგნებული დაზიანება ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესების საზიანოა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შეწყვიტონ ყალბი ინფორმაციების გავრცელება,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.