სამხედრო

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკულ მხარესთან თავდაცვის ძალების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს

თავდაცვის უწყების
ხელმძღვანელმა პირებმა
ამერიკულ მხარესთან
თავდაცვის ძალების
შემდგომი განვითარების
საკითხები განიხილეს
1631087905
დაკოპირებულია

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი ახალი ეტაპი საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის გაგრძელებასა და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკულ მხარესთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

ქართულ მხარეს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ.

ამერიკული მხრიდან კი, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის, ეროვნული გვარდიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია მაღალი კლასის სტრატეგი და აკადემიური ექსპერტი ჯეიმს ლოკერი, რომელსაც აქვს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოებში მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილება.

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარესთან საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა. ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

მინისტრი მიესალმა აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას და გუნდთან ერთად მზადყოფნა გამოხატა ერთობლივი გეგმების განსაზღვრულ ვადებში იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.