მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ

თავდაცვა

მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit 2021 მონაწილე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო გზით საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სადესანტო ხომალდი „იური ოლეფირენკო“ და საპატრულო კატარღა „სტარობილსკი“ დილით ფოთის ნავსადგურში შემოვიდა.

უკრაინელი სამხედროების ტრანსპორტირებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზასა და ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე უზრუნველყოფს.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.