სამხედრო

უკრაინის გვარდიის მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზა დაათვალიერა

უკრაინის გვარდიის
მეთაურმა ეროვნული
გვარდიის მე-20 კადრირებული
ბრიგადის ბაზა
დაათვალიერა
1631005129
დაკოპირებულია

უკრაინის შსს გვარდიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში უკრაინულმა დელეგაციამ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე - საწვრთნელი ბაზა „პალდო“ მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელ სტუმრებს ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა და რეზერვისტების სწავლების, მომზადება - გადამზადებისა და შეფასების მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. დღესვე, დელეგაციის წევრებმა თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილიც მოინახულეს, რეზერვისტებთან მუშაობის პროცესს გაეცნენ და ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს გვარდიის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიკოლა ბალანი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს და მის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა.

უკრაინისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა ვიზიტი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები მომავალში უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.