მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უფლისციხეში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

უფლისციხეში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლისციხეში თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზაზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ახლად გარემონტებული ყაზარმა დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

ამავე ცნობით, კაპიტალური რემონტი ჩატარდა ბაზაზე მდებარე სასადილოში და შტაბში, სადაც ახალი ინვენტარი განთავსდა.შეიღება შენობების ფასადები, გამოიცვალა სახურავი,განახლდა სველი წერტილები და ელექტრო სისტემა.ასევე, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბაზის გარე ტერიტორიაც.

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება.

აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა